შემოსავლების სამსახური ვერცხლის ლიგის ჩემპიონია!
ყველა სიახლეშემოსავლების სამსახურის გუნდი ვერცხლის ლიგის 2017/18 წლების სეზონის ჩემპიონია! დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო მეათე სეზონის ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა,რომელშიც ერთმანეთს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის მერიის გუნდები დაუპირისპირდნენ.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა, 26-ე წუთზე „დედაქალაქელები" ორ ბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, თუმცა დარჩენილ დროში RS-ის ფეხბურთელებმა შეძლეს უპირატესობის მოპოვება და ლაშა ტერაშვილის, დავით მეკოკიშვილისა და იასონ ხუნდაძის გოლებით მოახერხეს მეტოქის დამარცხება ანგარიშით 3:2 და ვერცხლის ლიგის ჩემპიონობა იზეიმეს. ეს „ფინანსისტების“ პირველი ტიტულია ლიგის ისტორიაში. რაც შეეხება თბილისის მერიას, ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ეს მათთვის მეორე წაგებული ფინალია.