ლიგის თასის მფლობელი 29 ივლისს გამოვლინდება!
ყველა სიახლე29 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს პატრული და პსპ დაუპირისპირდებიან.
პატრული თასის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას და მთავარი ჯილდოს მოპოვებას მესამედ შეეცდება. პსპ კი თავის პირველ სათასო ფინალს, სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონის სტატუსით ხვდება.
საპატრულო პოლიციის გუნდს აღნიშნული ტიტული 2012/13 და 2016/17 წლების სეზონში აქვს მოპოვებული, ხოლო პსპ-ს კი თასზე აქამდე არასდროს უმარჯვია.
საიუბილეო მეათე გათამაშებაში შესაძლო უნიკალური ფაქტიც დაფიქსირდს - მიმდინარე სეზონში „ფარმაცევტებს“ შანსი აქვთ ლიგის ისტორიის მანძილზე გახდნენ პირველი გუნდი და ერთ სეზონში სამ ტიტულს დაეუფლონ, რისთვისაც თასის მოპოვებასთან ერთად, 2 აგვისტოს გასამართ ოქროს ლიგის ფინალში გამარჯვებაცაა საჭირო სადაც მათი მეტოქე კვლავ პატრული იქნება.
Sbm.ge ფინალური მატჩის წინ გუნდების კაპიტნებს გაესაუბრა
გივი კაციტაძე,პსპ: „თასის ფინალისათვის ჩვენი გუნდი განსაკუთრებულად ემზადება რადგანაც ეს ტიტული ჯერ არ მოგვიგია და ამისათვის ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც მზად ვართ. მოგების შემთხვევაში ეს ტიტული იქნება რიგით მე-6 SBM-ის ეგით ჩატარებული ტურნირებში,მოლოდინი გვაქვს რომ ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაში იქნება, რადგანაც პატრულს კარგი გუნდი ჰყავს, თუმცა ჩვენს მწვრთნელს ბესო არველაძეს შემონახული აქვს ფინალისათვის კოზირები, რომლებსაც ფეხბურთელები პირნათლად შევასრულებთ.“
ირაკლი ქარჩავა, პატრული: „ფიქრობ, რომ ძალიან რთული და დაძაბული ფინალი გვექნება, მოსაგებად ვითამაშებთ და შევეცდებით ტიტულის დაცვას. მობილიზებულია გუნდი და ვემზადებით ფინალისთვის.მოგების შემთხვევაში ჩვენი გუნდისთვის ეს მეოთხე ტიტული იქნება. მეტოქე გუნდს მესამედ ვხვდებით, ძალიან რთული და ძლიერი გუნდია, რომელსაც ფაქტიურად არ აქვს სუსტი მხარე, ყავს დაბალანსებული ორი ხუთეული, მაგრამ თამაში 40 წუთია და ვეცდებით ჩვენი ძლიერი მხარეები გამოვიყენოთ.“
ლიგის თასის ფინალური მატჩი 29 აგვისტოს 15:30 წუთზე გაიმართება.