სუპერლიგა 2017/18 - სეზონის ნომინანტები!

ყველა სიახლე
16 ივლისი 2018

სუპერლიგა 2017/18 - სეზონის ნომინანტები!

პსპ სუპერლიგის 2017/18 წწ სეზონის  ჩემპიონია. „ფარმაცევტები“ ფინალურ შეხვედრაში თსუ-ჰიუნდაის დაუპირისპირდნენ.უგოლოდ დასრულებული  ძირითადი და დამატებითი  დროის  შემდეგ, შვიდმეტრიანი დარტყმების  სერიაში პსპ-მ 3:1 დაამარცხა  მეტოქე და ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ  მეორედ,  სულ  კი მესამედ  დაეუფლა. 

შეხვედრა მთლიანობაში დაძაბულად წარიმართა,დარბაზში მოსულ  გულშემატკივარს ლიგის  ორგანიზატარებმა  და პარტნიორებმა სანახაობრივი ფეხბურთის გარდა სახალისო გათამაშებაც შესთავაზეს.

 მატჩის  დასრულების შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი  გაიმართა, რომელშიც მეათე საიუბილეო სეზონის სუპერლიგის შვიდი  საუკეთესო ფეხბურთელი  და  მენეჯერი  დასახელდა.

საუკეთესო  მეკარის  პრიზი  თსუ-ს  გოლკიპერს ერნესტ  აკოფოვს  ერგო,  საუკეთესო  მცველი პსპ-ს ფეხბურთელი ნიკოლოზ კოპლატაძე გახდა, საუკეთესო   თავდამსხმელად, ნატახტარის  შემტევი გიორგი ყაზარაშვილი, საუკეთესო უნივერსალად კი „სტუდენტების“  ფეხბურთელი შალვა  კაპანაძე  დასახელდნენ.  საუკეთესო ასისტენტის  (12 პასი) და  ბომბარდირის (20 გოლი) ჯილდო  სფფ-ს მოთამაშეს  კახა  კალაძეს ერგო. ასევე  სფფ-ს  მენეჯერს   აკაკი ხლაბუსტავს გადაეცა სეზონის საუკეთესო მენეჯერის პრიზი.საიუბილეო სეზონის საუკეთესო  ფეხბურთელი  კი  პსპ-ს  მოთამაშე   მიხეილ თევზაძე  გახდა.  სეზონის ნომინანტებს სნეპ ფიტნეს ჯორჯიასგან, 6 თვიანი ულიმიტო ვაუჩერები გადაეცათ, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი 12 თვიანი ულიმიტო ვაუჩერით დაჯილდოვდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

დავით  ბობოხიძე, თსუ-ჰიუნდაის მწვრთნელი: „მოლოდინისამებრ რთული თამაში  გამოვიდა, ერთმანეთის  შეცდომებს ველოდებოდით თუმცა, ორივე  გუნდმა  ძალიან კარგად და უშეცდომოდ ითამაშა, შეხვედრის ბედი საფეხბურთო ლატარიამ  გადაწყვიტა,  მივულოცავ  მოწინააღმდეგეს და მომავალში წარმატებას  ვუსურვებ.“

შალვა  კაპანაძე, თსუ-ჰიუნდაი: „ მთლიანად სეზონი ძალიან  დამღლელი გამოვიდა, ორივე  გუნდი ვიმსახურებდით ფინალში თამაშს, შვიდმეტრიანების სერიაში  დავმარცხდით,თუმცა არაფერია. გამიხარდა ძალიან სეზონის საუკეთესო  უნივერსალის  ტიტულის  მოპოვება.“

ბესო არველაძე პსპ-ს მწვრთნელი: “ ძალიან კამაყოფილი ვარ ჩემი  გუნდის თამაშით  ვიცოდი  რომ რთული თამაში  იქნებოდა. ორივე  გუნდმა  პრაქტიკულად, უმაღლეს  დონეზე  ითამაშა. ჩემი გუნდის  მოთამაშეებს  შეცდომები თითქმის  არ  დაუშვიათ. ვთვლი,  რომ სწორი  გადაწყვეტილება  მივიღეთ რომ მხოლოდ  კონტრშეტევებზე  ვაკეთებდით აქცენტებს. დღევანდელი ფინალი ლატარია იყო და სწორედ ლატარიაში გავიმარჯვეთ.“

მიხეილ თევზაძე, პსპ: „ ძალიან  მაგარი თამაში  იყო, მეათე სეზონის  განმავლობაში შეიძლება ითქვას რომ ერთ-ერთი საუკეთესოც,ორივე გუნდს თანაბრად  ეკუთვნოდა ჩემპიონობა, სამართლიანი იყო პენლების სერია.ძალიან გახარებული ვარ,რომ გავხდი სეზონის საუკეთესო მოთამაშე,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და ასევე  მადლობა  მინდა  ვუთხრა  გულშემატკივარს.“

ნიკოლოზ კურტანიძე,პსპ:„ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო,ორივე გუნდი ბოლომდე დაიხარჯა და ყველაფერი დადო მოედანზე,მადლობა მინდა  გადავუხადო თსუ-ს  გუნდს ღირსეული წინააღმდეგობისათვის.დღეს ფორტუნა  ჩვენი გუნდის  მხარეს  აღმოჩნდა. რაც შეეხება  ჩემს მიერ  გატანილ  ბოლო პენალს,   თავიდან ვერ გავიგე  საერთოდ  გავიტანე  გოლი  თუ ავაცილე, რადგან დარბაზშიც  სიწყნარე  იყო, თუმცა აღმოჩნდა რომ გადამწყვეტი შვიდმეტრიანი გავიტანე,  ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემს  გუნდს  გამარჯვებაში დავეხმარე.“

გივიკო კაციტაძე, პსპ: „ პირველ რიგში  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს,   ჩემს  გუნდს  და  გულშემატკივარს, რადგან  ჩვენ  ერთად  გავიმარჯვეთ. დაცლილი ვართ ემოციებისგან  ზედიზედ  ორჯერ  მოვიგეთ ჩემპიონატი  ჯამში  კი სამჯერ  გვაქვს  მოპოვებული საჩემპიონო  თასი.“

 ზაალ  ჩიტალაძე, სპორტული სააგენტო SBM-ს დირექტორი: „მინდა  ფინალისტებს  მადლობა ვუთხრა ასეთი ფინალისთვის. გულშემატკივარს დიდი მადლობა და  ვულოცავ პსპ-ს ძალიან დიდ წარმატებას,რადგან სუპერლიგის ისტორიის განმვალობაში უკვე მესამედ ეუფლებიან ამ თასს  და  ვფიქრობ დამსახურებულადაც. უკვე ველოდებით შემდეგ ჩემპიონატს, გავაანალიზებთ თუ რა მინუსები და  პლიუსები იყო ამ სეზონში და  უკეთეს პროექტს  შევთავაზებთ  ჩვენს  მონაწილეებს.“   

 

 



  © SBM, 2016-2024