პსპ სუპერლიგის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა!
ყველა სიახლე15 ივლისი 2018
პსპ სუპერლიგის 2017/18 წწ სეზონის ჩემპიონია. „ფარმაცევტები“ ფინალურ შეხვედრაში თსუ-ჰიუნდაის დაუპირისპირდნენ. უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ მეათე სეზონის გამარჯვებულის გამოსავლენად, შვიდმეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო- 3:1 პსპ-ს სასარგებლოდ. ეს „ფარმაცევტების“ ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე საჩემპიონო ტიტულია.
უფრო ვრცელ მასალას, ფინალური შეხვედრისა და საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ sbm.ge მატჩის შემდგომ კომენატრებთან ერთად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.