თბილისის მერია ვერცხლის ლიგის ფინალში მეტოქეს ელოდება!

ყველა სიახლე
13 ივლისი 2018

თბილისის მერია ვერცხლის ლიგის ფინალში მეტოქეს ელოდება!

თბილისის ოლიმპიურ  სასახლეში ვერცხლის  ლიგის  ნახევარფინალური სერიის   შეხვედრები გაიმართა, რის  შემდეგაც  ცნობილი  გახდა   პირველი ფინალისტის ვინაობა.

სერიის  მესამე გადამწყვეტ  შეხვედრაში  თბილისის  მერიამ დაძაბულ  და სანახაობრივ მატჩში დაამარცხა სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის  გუნდი 2:0 და ვერცხლის ლიგის  ფინალში მეორედ  ითამაშებს, პირველად  ეს  "დედაქალაქელებმა" 2015 – 16  წლების  სეზონში შეძლეს. 

 მესამე  გადამწყვეტ მატჩში  გამოვლინდება  გათამაშების მეორე  ფინალისტიც.  მეორე  შეხვედრაში  შემოსავლების  სამსახურის  გუნდმა,  დრამატულ  მატჩში დაამარცხა  ავერსი ანგარიშით   2:1  და   სერიაში   ანგარიში  გაათანაბრა (1:1).

მიხეილ  თოფურია, თბილისის  მერია: „ კარგი თამაში  გამოვიდა, დაძაბული ბრძოლა  იყო. სახელმწიფო  დაცვის  სპეციალური სამსახურის  გუნდი,  ძალიან  ძლიერი  მეტოქეა, კარგად  მომზადებული. ფეხბურთელები  ბევრს  მოძრაობდნენ  და   ჩვენთვის   ძალიან რთული  თამაში გამოვიდა. შედეგით კმაყოფილები  ვართ. ფინალში  არ  აქვს  მნიშვნელობა  თუ  ვინ იქნება   ჩვენი მეტოქე, რადგან მხოლოდ  მოსაგებად  ვითამაშებთ.“ 

ვერცხლის ლიგის ფინალი 28 ივლისს გაიმართება!  

 



  © SBM, 2016-2024