ლიგის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია!

ყველა სიახლე
08 ივლისი 2018

ლიგის თასის ნახევარფინალისტები ცნობილია!

დღეს, თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში ლიგის თასის  მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა და  გამოვლინდა  ოთხი  ნახევარფინალისტი.

ვითიბი  ბანკმა  2:0  დაამარცხა ავერსი და ლიგის თასის  ნახევარფინალში ითამაშებს, რომლის  მეტოქეც თავის  მხრივ პატრული  იქნება,  რომელმაც 3:1  სძლია  ნატახტარს.

 რაც  შეეხება თასის  მეორე  ნახევარფინალურ  წყვილს ბრინჯაოს  ლიგოსანმა ევროპაბეთმა  სენსაციურად 2:1 მოუგო ვერცხლის  ლიგაში  მოასპარეზე სახელმწიფო დაცვის  სპეციალური სამსახურის  გუნდს და მომდევნო ეტაპზე პსპ-ს დაუპირისპირდება.  „ფარმაცევტებმა“ დაძაბულ ნახევარფინალურ  შეხვედრაში  მინიმალური  სხვაობით 1:0  თსუ-ჰიუნდაის  სძლიეს.

 



  © SBM, 2016-2024