McGill-კრედო | ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 1:1!

ყველა სიახლე
08 ივლისი 2018

McGill-კრედო | ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში 1:1!

დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის  ნახევარფინალური სერიის მეორე შეხვედრა გაიმართა. დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში კრედომ  McGill შვიდმეტრიანი დარტყმების სერიაში 10:9 დაამარცხა, სერიაში ანგარიში გაათანაბრა და ფინალისტის  გამოსავლენად  მესამე  გადამწყვეტი შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო.

მატჩის  ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წამით  ადრე კრედო მეტოქეს  5:4 ამარცხებდა, თუმცა  ბოლო წამზე McGill-მა ანგარიშის გათანაბრება  შეძლო 5:5.  "საფეხბურთო ლატარიაში" კი ფორტუნა "ბანკირების"  მხარეს აღმოჩნდა და  კრედომ  5:4 სძლია მეტოქეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ  „კრედოს“ მეკარე ბადრი შუბლაძე  დასახელდა.

 ბრინჯაოს  ლიგის  მეორე  ნახევარფინალურ  წყვილში  ევროპაბეთი კროკობეთს  ხვდება, „ბუკმეიკერთა დავაში“  წინ ევროპაბეთია, რომელმაც სერიის პირველ შეხვედრაში  შვიდმეტრიანი დარტყმების  სერიაში სძლია მეტოქეს. 

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ  კომენტარს

ბადრი შუბლაძე, კრედო: „McGill ჩვენთვის  ძალიან უხერხული  მეტოქეა. რთული თამაში  გამოვიდა, ბოლო წუთზე  გაგვითანაბრეს ანგარიში,  მოტივირებულები ვიყავით  მოსაგებად. ალბათ  დღეს  იღბალი ჩვენსკენ  უფრო იყო.  მოვიგეთ  შვიდმეტრიანი  დარტყმების  სერიაში. შემდეგ  შეხვედრაში  ვფიქრობ,  რომ  სათამაშო  უპირატესობა  ჩვენს  მხარეს  იქნება. გვაქვს შეცდომები რომელიც  გამოსასწორებელია, ვიმუშავებთ  მათზე და  ვეცდებით  ფინალში  ვითამაშოთ.“

დღეს,  ასევე საკვალიფიკაციო ლიგის მეექვსე ტურის  შეხვედრები გაიმართა,  სადაც ზოომარტი ICR- მა 9:0 გაანადგურა, GWP-მ ნაბეღლავს  4:3 სძლია,  აჭარაბეთმა კი საქართველოს ელექტროსისტემის გუნდი 4:0 დაამარცხა.  ლიგის  თასის  მეოთხედფინალური სერიის  მატჩში  კი  ვითიბი ბანკმა  ავერსს 2:0 მოუგო.

 

 

 



  © SBM, 2016-2024