McGill-მა კრედოსთან მძიმე ბრძოლაში იმარჯვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალური სერიის შეხვედრას უმასპინძლა. დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში McGill-მა კრედო ერთ ბურთიანი სხვაობით 3:2 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
მატჩში ანგარიში კრედოს მოთამაშემ ვალერი ზანგურმა გახსნა, მალევე წონაწორობა შვიდ მეტრიანი დარტყმით "იურისტების" მოთამაშემ ჯაბა ჯინჭველაშვილმა აღადგინა. პირველი ტაიმის ბოლო წამზე კი საკუთარი გუნდი წინ ვახტანგ სირაძემ გაიყვანა. ანგარიშის სხვაობა მალევე ორ ბურთამდე ლექსო ბუჩაშვილმა გაზარდა, კრედოს ფეხბურთელმა კი შეხვედრის 36-ე წუთზე ანგარიშის მინიმუმამდე შემცირება შეძლო. "ბანკირებს" ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, თუმცა წონასწორობის აღდგენა ვეღარ მოახერხეს.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
კახა კუჭავა, McGill: „კრედოსთან ყოველთვის დაძაბული თამაში გვაქვს, დღევანდელი შეხვედრა ძალიან მძიმე ბრძოლაში მოვიგეთ. ღირსეული თამაში აჩვენა მეტოქემ ბოლო წუთებზე შეძლეს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება და მატჩში გარკვეული ინტრიგა დატოვეს.
შემდეგ შეხვედრაში ჩვენ გაცილებით უფრო თავისუფლად გამოვალთ, მეტოქე კი რთულ სიტუაციაშია, მათ მხოლოდ მოსაგებად უნდა ითამაშოს.
ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალური ეტაპის მორიგ წყვილში, ფინალის საგზურისათვის ევროპაბეთი კროკობეთს უპირისპირდება, სერიაში ევროპაბეთი ლიდერობს 1:0.