პატრულმა და პსპ-მ ოქროს ლიგის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო!

ყველა სიახლე
01 ივლისი 2018

პატრულმა და პსპ-მ ოქროს ლიგის ნახევარფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო!

 თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში ოქროს  ლიგის  ნახევარფინალური  სერიის  პირველი შეხვედრა გაიმართა, დაძაბულ  და  სანახაობრივ მატჩში პატრულმა ფოსტა პენალტების სერიაში  6:5 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში  ულამაზესი დარტყმით პატრულის მოთამაშემ თეიმურაზ რაქვიაშვილმა გახსნა, ერთი წუთის შემდეგ კი დავით  თავაძემ რაქვიაშვილის პასით სხვაობა გაზარდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 6 წუთში ანგარიში ალექსი ხვთისარიშვილმა  შეამცირა, მატჩის დასრულებამდე 35 წამით ადრე კი  წონასწორობა  ილია ბიტარიშვილმა  აღადგინა 2:2.

საფეხბურთო ლატარიაში კი ფორტუნა  ძალოვანების  მხარეს აღმოჩნდა. პენალტების სერიაში 4 დარტყმიდან  4 ზუსტად  გამოიყენეს, ხოლო საქართველოს  ფოსტამ  4-დან სამი გაიტანა. 

SBM.GE გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ილია ბიტარიშვილი, საქართველოს ფოსტა: „ურთულესი თამაში გამოვიდა, მომენტები გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ, ვიბრძოლეთ თუმცა  ვერ  მოვიგეთ. საბოლოო ჯამში კარგი თამაში  გამოვიდა. პენალტები კი ლატარიაა და გაუმართლა პატრულს. გადამწყვეტ მომენტში  კი მხოლოდ გოლზე  ვფიქრობდი და უბრალოდ  გამიმართლა და გავიტანე, მთელი მონდომება ჩავაქსოვე  ამ  გოლში. ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ  სერიაში  ანგარიში გავათანაბროთ, მადლობა  მინდა  ვუთხრა  ჩემს  გუნდს  და  მოწინააღმდეგეს.“

თემურ რაქვიაშვილი, პატრული: „ ვიცოდით  რომ  ძალიან რთული თამაში იქნებოდა, რადგან  ფოსტა  ძალიან  კარგი გუნდია, პირველ ნახევარში  მოვიპოვეთ  უპირატესობა,  ორი  გოლი გავიტანეთ, შენარჩუნებაზე  ადრე  დავიწყეთ ფიქრი და  დავისაჯეთ  ბოლო წუთზე. თუმცა პენალტების  სერიაში  ვიმარჯვეთ.. მადლობა  ჩემს  ბიჭებს, მოწინააღმდეგეს.  ჯერ  არაფერი არ  არის  დამთავრებული და გაცილებით  რთული იქნება  მეორე  თამაში.“ 

შვიდმეტრიანების  სერიაში გადაწყდა მეორე  ნახევარფინალურ წყვილს  შორის  გამარჯვებულის  ვინაობა, პსპ-მ TTC პენალტების  სერიაში 4:2 დაამარცხა.

 



  © SBM, 2016-2024