საკვალიფიკაციო ლიგას ხუთი ტურის შემდეგ ვითიბი ლიდერობს!

ყველა სიახლე
01 ივლისი 2018

საკვალიფიკაციო ლიგას ხუთი ტურის შემდეგ ვითიბი ლიდერობს!

თბილისის  ოლიმპიურმა  სასახლემ საკვალიფიკაციო  ლიგის  მეხუთე  ტურის შეხვედრებს  უმასპინძლა. სათამაშო დღის  პირველ  შეხვედრაში  ICR-მა ენერგო პროს  5:2  მოუგო. ნაბეღლავმა ერთ ბურთიანი სხვაობით  დაამარცხა ეთა ანგარიშით  6:5  და საკვალიფიკაციო ლიგაში  პირველი გამარჯვება  მოიპოვა. 

იოლად 4:2  მოუგო GWP-მ  ზოომარტს. დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა გათამაშების  მეხუთე  ტურის  ცენტრალური მატჩი  ვითიბი ბანკსა და  აჭარაბეთს შორის, "ბანკირებმა"  "ბუკმეიკერები"  2:0  დაამარცხეს.  შეხვედრაში დუბლი  თემურ ჯაფარიძემ გაიფორმა, ორივე  გოლის  შემთხვევაში კი ასისტენტი დიმიტრი მაყიშვილი იყო. 

 დიდი სხვაობით 4:14 წააგო  M2  შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ენერგო სისტემის  გუნდთან და  პირველი ქულები ვერც მეხუთე ტურში მოიპოვა.  

SBM.GE გთავაზობთ მატჩის შემდგომ  კომენტარს.

 თემურ ჯაფარიძე, ვითიბი: „მივულოცავ ჩემს  გუნდს ამ  გამარჯვებას,  ჩვენი უშუალო მეტოქეები იყვნენ, ძალიან დაძაბული თამაში  გამოვიდა.  დიდი შრომის  შედეგად მოვიგეთ, ვთვლი  რომ  მთავარი  კონკურენტები ჩამოვიშორეთ  და  არ  მგონია   დარჩენილ შეხვედრებში  ქულები დავკარგოთ ჩემი აზრით საკვალიფიკაციო ლიგის  გამარჯვებულები გავხდებით.“

საკვალიფიკაციო ლიგის  გუნდები ჯამში  9 ტურს  ითამაშებენ.

 



  © SBM, 2016-2024