მერიამ ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში დამაჯერებლად იმარჯვა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ვერცხლის ლიგის ნახევარფინალური სერიის შეხვედრებს უმასპინძლა. თბილისის მერიამ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდს დაძაბულ და დრამატულ მატჩში ორ ბურთიანი სხვაობით 2:0 სძლია და სერიაში დაწინაურდა.
მატჩის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შეხვედრის 29-ე წუთზე გოლი თორნიკე თარხნივილმა გიორგი ბერიანიძის პასით გაიტანა, რომელმაც ასევე მატჩის ბოლო წუთზე შეძლო დუბლის შესრულება და საკუთარ გუნდს დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
თორნიკე თარხნიშვილი, თბილისის მერია: „მოწინააღდეგემ ძალიან კარგი თამაში აჩვენა, ჩვენმა გუნდმაც ღირსეული წინააღმდეგობა გავუწიეთ, გაცილებით მეტი ვიმოძრავეთ და ვაჯობეთ. დაძაბული და საინტერესო მატჩი იყო, სადაც უძლიერესმა იმარჯვა.
მომდევნო შეხვედრაში შემოგვემატება გუნდის კაპიტანი მიშა თოფურია, რომელიც დღეს ჩვენი გუნდისთვის დანაკლისი იყო. გავალთ საბრძოლო ჟინით და შევეცდებით ტაბლოზე სასურველი ანგარიში ავსახოთ .“
ვერცხლის ლიგის ნახევარფინალური სერიის მორიგ წყვილში ავერსმა შემოსავლების სამსახურის გუნდს მინიმალური სხვაობით 1:0 სძლია. სერია ორ მოგებამდეა გრძელდება.