პსპ-მ ნატახტარს ნახევარფინალში იოლად მოუგო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურმა სასახლემ სუპერლიგისა და ვერცხლის ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. სუპერლიგის ნახევარფინალურ სერიაში პსპ ნატახტარს დაუპირისპირდა და იოლად ანგარიშით 6:2 იმარჯვა.
საინტერესო მატჩში ანგარიში ნატახტარის მოთამაშის გიორი ყაზარაშვილის გოლით გაიხსნა, დაახლოებით ერთ წუთში წონასწორობა პსპ-ს ფეხბურთელმა ნიკოლოზ კურტანიძემ აღადგინა.მატჩჩის მეცხრე წუთზე „ფარმაცევტები" გურამ გოგიჩაიშვილმა ეფექტური თავური დარტყმით დააწინაურა.
გატანილი გოლის შემდეგ ნატახტარის გუნდი მდევრის როლში იყო. მნიშვნელოვან შეხვედრაში დუბლი, პსპ-ს მოთამაშეებმა ნიკოლოზ კურტანიძემ და გიორგი აფციაურა შეასრულეს თითო გოლი კი ნიკოლოზ კოპლატაძისა და გურამ გოგიჩაიშვილის ანგარიშზეა. ნატახტარის რიგებიდან კი ორივე გოლი გიორგი ყაზარაშვილმა გაიტანა.
სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მორიგ წყვილში მოვლენები საინტერესოდ განვითარდა, სფფ-მ მძიმე ბრძოლაში მინიმალური ანგარიშის სხვაობით დაამარცხა რეგულარული სეზონის ლიდერი თსუ-ჰიუნდაი 3:2 და სერიაში დაწინაურდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
ნიკოლოზ კურტანიძე,პსპ: „მეტოქეს არაერთხელ ვეთამაშეთ და კარგად ვიცნობთ მათი თამაშის სტილს. ძალიან საინტერესო თამაში იყო, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ მოგვეგო ეს შეხვედრა. ეს გამარჯვება არ ნიშნავს რომ გასულები ვართ ფინალში, მეორე მატჩი იქნება და ყველაფერი იქ გადაწყდება. მოტივირებულება გავალთ შემდეგ შეხვედრაშიც ისევე როგორც დღეს.“