ავერსი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
24 ივნისი 2018

ავერსი ვერცხლის ლიგის ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის  ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველი  შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ავერსი შემოსავლების სამსახურის  გუნდს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშის  სხვაობით  1:0  იმარჯვა.

შეხვედრაში  ერთადერთი  გოლი ავერსის ფეხბურთელმა  ირაკლი  ბურჭულაძემ  გაიტანა.  შემოსავლების  სამსახურს ანგარიშის  გათანაბრების  შანსი  რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა რეალური საგოლე მომენტების  რეალიზება ვერ შეძლეს.მატჩის საუკეთესო  მოთამაშედ   ავერსის  მეკარე  გიორგი  გუნდიშვილი  დასახელდა, რომელმაც  საკუთარი  კარის  მშრალად შენახვა შეძლო.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარს.

გიორგი გუნდიშვილი, ავერსი: „ ძალიან რთული მატჩი  გამოვიდა, თუმცა  სანახაობრივი. მეტოქემ  კარგად  ითამაშა, რამდენიმე შემთხვევაში  ძალიან გაგვიმართლა, ბევრი  მომენტი გვქონდა რომლებიც  ვერ  გამოვიყენეთ, თუმცა  ვფიქრობ  რომ  დამსახურებულად  გავიმარჯვეთ.  დღევანდელი  გამარჯვების  მიზეზი   ჩემი აზრით იყო, ძალიან  დიდი  მონდომება და გუნდურობა. შემდეგ  შეხვედრაში  გამოვალთ  უდიდესი მოტივაციით და რა თქმა  უნდა  მოსაგებად.

 ვერცხლის ლიგის  მორიგი ნახევარფინალური  სერიის  შეხვედრა  თბილისის  მერიასა და   სახელმწიფო დაცვის  სპეციალურ  სამსახურის გუნდს შორის   რამდენიმე  წუთში  დაიწყება. 

დღეს  ასევე  სუპერლიგის  ნახევარფინალური  სერიის   შეხვედრები  გაიმართა,  სფფ-მ  დაძაბულ  ბრძოლაში  3:2 დაამარცხა  თსუ-ჰიუნდაი  და  სერიაში  დაწინაურდა.

 

 

 



  © SBM, 2016-2024