კახა კალაძე: "ჯერ დასრულებული არაფერია!"
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თსუ-ჰიუნდაი დაუპირისპირდნენ, დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში სფფ-მ „სტუდენტები“ მინიმალური ანგარიშის სხვაობით 3:2 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდნენ.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შეხვედრაში ანგარიში ალექსანდრე ამისულაშვილმა მეოთხე წუთზე, ალექსანდრე იაშვილის გადაცემით გახსნა, წონასწორობა მალევე თსუ-ს მეკარემ ერნესტ აკოფოვმა აღადგინა, კახა კალაძის გადაცემით კი ალექსანდრე იაშვილმა საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ლუკა თავზარაშვილმა ანგარიში გაათანაბრა 2:2. დაახლოებით ორ წუთში კი კახა კალაძის ეფექტური გოლით სფფ-მ მატჩის მოგება და სერიაში დაწინაურება შეძლო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
კახა კალაძე, სფფ: „თსუ-ჰიუნდაი ძალიან კარგი და ძლიერი გუნდია, ახალგაზრდები არიან და ძალიან ბევრს მოძრაობენ, თუმცა გამოცდილებით მივაღწიეთ გამარჯვებას, რთული შეხვედრა იყო, ჯერ დასრულებული არაფერია, კიდევ ერთი შეხვედრა არის წინ და რთული მატჩი გველოდება. მიუხედავად იმისა რომ პირველი თამაში მოვიგეთ არ ვთვლი, რომ ფავორიტები ვართ. კარგია რომ ასეთი კარგი თამაშები იმართება და თვითონ ტურნირის მნიშვნელობა მგონია, რომ ძალიან ეფექტურია.“
სუპერლიგისა მორიგ ნახევარფინალური წყვილში პსპ ნატახატარს დაუპირისპირდება, ვერცხლის ლიგის ნახევარფინალური სერიის შეხვედრებში კი ავერსი RS- ხოლო SSPS-ი თბილისის მერიას გაეჯიბრება.
დღეს, ასევე საკვალიფიკაციო ტურის მატჩები იმართება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტების გუნდმა ნაბეღლავს 10:4 მოუგო, ენერგო-პრომ ზოომარტი 7:1 დაამარცხა. ვითიბი ბანკმა M2 11:1 გაანადგურა. აჭარაბეთმა ICR-ს 1:0 სძლია.