სფფ და ნატახტარი სუპერლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ!

ყველა სიახლე
22 ივნისი 2018

სფფ და ნატახტარი სუპერლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ!

თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ოქროს  ლიგისა და  სუპერლიგის მეოთხედფინალური სერიის შეხვედრებს უმასპინძლა.

დაძაბულ  ბრძოლაში  მოიგო სუპერლიგის  ¼  ფინალური სერიის  მესამე  გადამწყვეტი  შეხვედრა  სფფ-მ, რომელმაც  ერთ  ბურთიანი სხვაობით 2:1 დაამარცხა  მაუდი  და  ნახევარფინალში  სუპერლიგის  რეგულარული  ჩემპიონატის  ლიდერს  თსუ-ჰიუნდაის დაუპირისპირდება.

 დღევანდელ მატჩში ანგარიში  მაუდის  ფეხბურთელმა  ნიკა  გვაზავამ  გახსნა, რამდენიმე  წამში  წონასწორობა ალექსანდრე  ამისულაშვილმა აღადგინა, გადამწყვეტი  გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა  გაიტანა  და  საკუთარი  გუნდი შემდეგ  ეტაპზე გაიყვანა.

მეოთხედფინალური ეტაპის მესამე გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართა აჭარას და  ნატახტარს  შორის, რომელიც  ამ უკანასკნელის გამარჯვებით 3:1 დასრულდა. ნატახტარის  მეტოქე  ნახევარფინალში  პსპ იქნება.

ოქროს  ლიგის  ნახევარფინალური ეტაპის  საგზურისთვის პსპ არმიას დაუპირისპირდა.“ძალოვნებმა“ მინიმალური ანგარიშის სხვაობით 1:0 დაამარცხეს „ფარმაცევტები“ და  სერიაში  ანგარიში გაათანაბრეს. დაძაბულ და სანახაობრივ  მატჩში ერთადერთი გოლი არმიელთა  მოთამაშემ შმაგი  ჭოხონელიძემ  გაიტანა.

ცნობიალია ოქროს  ლიგის  ნახევარფინალური  სერიის  პირველი წყვილი, მომდევნო  ეტაპზე საქართველოს ფოსტა პატრულს  დაუპირისპირდება, თბილისის  სატრანსპორტო  კომპანია კი პსპ-სა და  არმიას  შორის გამარჯვებულს  შეხვდება. 

ვერცხლის ლიგისა  და სუპერლიგის  ნახევარფინალური სერიის  მატჩები 24  ივნისს გაიმართება.

 



  © SBM, 2016-2024