"ძალოვანთა" ბრძოლაში პატრულმა იმარჯვა!

ყველა სიახლე
17 ივნისი 2018

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლიგის თასის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს.

სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა მატჩი არმიასა და  პატრულს  შორის, რომელიც პატრულის გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი რევაზ ინჯგიამ შეასრულა.

სათამაშო დღის ორი შეხვედრა სენსაციური შედეგით დასრულდა.  პირველ თამაშში ვერცხლის ლიგაში მოასპარეზე SSPS-მა, ოქროს  ლიგის ერთ-ერთი ლიდერს ბაქსვუდს 3:1 მოუგო, ხოლო ბრინჯაოს  ლიგაში მოთამაშე ევროპაბეთმა, ოქროს ლიგის მონაწილე საქართველოს  ფოსტას  დამაჯერებლად 4:0 სძლია.  

პსპ-სა და თელავს  შორის მატჩში კი ფავორიტმა იმარჯვა,  „ფარმაცევტებმა“  მეტოქე დიდი ანგარიშის სხვაობით 7:1 დაამარცხეს.   

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარს

თეიმურაზ რაქვიაშვილი,პატრული: „ვიცოდით, რომ არმია ძალისმიერი გუნდი იყო და  რთულ ბრძოლას ველოდებოდით, მაქსიმალური ყურადღებით ვითამაშეთ და  ვეცადეთ  შექმნილი საგოლე  მომენტები გამოგვეყენებინა. შევძელით  შეხვედრის  მოგება  და  ამისთვის მადლობა  მინდა  ვუთხრა  ჩემს  ბიჭებს, მოწინააღმდეგე  ძლიერი  გუნდია  და  წარმატებებს  ვუსურვებ, ჩვენი  მეტოქე  ნატახატარი   ელიტა ბურჯს  შორის  გამარჯვებული  იქნება, ორივე   ძლიერი  გუნდია, ჩვენ  კი ვეცდებით  რომ  მომავალში  სასურველ შედეგს  მივაღწიოთ.“

 



  © SBM, 2016-2024