თასის მერვედფინალები მოულოდნელი შედეგით დაიწყო!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ლიგის თასის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს.
სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს ვერცხლის ლიგაში მოასპარეზი SSPS და ოქროს ლიგის ერთ-ერთი ლიდერი ბაქსვუდი დაუპირისპირდა.
დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრის ბედი 7 მეტრიანი დარტყმების სერიაში გადაწყდა. SSPS -მა დრამატულ შეხვედრაში ბაქსვუდი 3:1(2:2. პენ.1:0) დაამარცხა და ლიგის თასის შემდეგ ეტაპზე ევროპაბეთსა და საქართველოს ფოსტას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მატჩის მეშვიდე წუთზე საკუთარი გუნდი SSPS-ის ფეხბურთელმა ბუჩუკი ხურციძემ დააწინაურა, მალევე სხვაობა ბაქსვუდის მოთამაშემ გიორგი ახლანძემ გაქვითა, 28-ე წუთზე კი შალვა ფირცხალავამ ბაქსვუდი წინ გაიყვანა, მეორმოცე წუთზე კი ასევე ბაქსვუდის ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრადა 2:2.
დამატებითი დროის ხუთი წუთი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შვიდმეტრიანი დარტყმების სერიაში კი SSPS-ის მოთამაშე ილია თოლორდავა ერთადერთი იყო, რომელმაც საკუთარი შანსი ზუსტად გამოიყენა და შესაბამისად საკუთარი გუნდი ლიგის თასის მორიგ ეტაპზე გაიყვანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
ილია თოლორდავა, SSPS: „ უნდა მისულიყო თამაში შვიდმეტრიანი დარტმების სერიამდე და ასეც მოხდა. ორივე თანაბარი გუნდი ვიყავით თანაბარი ძალის და საფეხბურთო ფორტუნამ გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. ძლიერი მეტოქე გვყავდა, იგებდნენ კიდეც თამაშს ბოლო წუთებამდე, თუმცა იღბალი ჩვენსკენ აღმოჩნდა. გვინდა რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.“