ფუტსალის ლიგის საუკეთესო შვიდეული!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის გამარჯვებული მფკ ტატიშვილი გახდა!
„მედიკოსებმა“, თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გამართულ, ფინალური სერიის მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში 4:0 დაამარცხეს კოლხი გულრიფში და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ. სწორედ სფფ-ს გენ მდივანმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის საუკეთესო მოთამაშეები.
გათამაშების, გამორჩეული მეკარის ჯილდო აგორას კარის დარაჯს ალი ასლანს ერგო, საუკეთესო მცველის პრიზი თელასის მოთამაშეს შოთა თოფურიას გადაეცა, საუკეთესო უნივერსალი ფეხბურთელი კოლხის ლეგიონერი, რაჰმან სარანი გახდა, თავდამსხმელი კი „მედიკოსების" მოთამაშე ვახტანგ კეკელია. საუკეთესო ასისტენტი 23 შედეგიანი გადაცემით კოლხის კაპიტანი ამირან ცხომარიაა. სეზონის ბომბარდირი, 33 გატანილი გოლით, ტატიშვილის შემტევი გიორგი სილაგავა გახდა, ხოლო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ტატიშვილის მეკარეს და კაპიტანს თორნიკე ბუკიას გადაეცა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
თორნიკე ბუკია, ტატიშვილი: „დაძაბული თამაში იყო, მიუხედავად დიდი ანგარიშით მოგებისა. ბიჭები ყველაფერს ვაკეთებდით ტიტულის მოსაპოვებლად, დაგვიფასდა ყოველდღიური შრომა და გავიმარჯვეთ. სასიხარულოა ჩვენთვის ეს ყველაფერი. გავემგზავრებით ლიგაზე და სასურველი შედეგის მისაღწევად ვიბრძოლებთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიჭებს. ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე და ძალიან სასაიხარულო იყო ჩემთვის.“
გიორგი სილაგავა, ტატიშვილი: „პირველ რიგში მინდა მოსულ გულშემატკივარს გადავუხადო მადლობა. პირველი თამაში წავაგეთ კოლხთან, მაგრამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, შემდეგ ორ თამაშში,მონდომების ხარჯზე მოვიგეთ და გავხდით ჩემპიონები, რაც შეეხება ბომბარდირობას ყველაფერი არის ჩემი ბიჭების დამსახურება და მინდა მათ მადლობა გადავუხადო, ამისთვის.“
ამირა ცხომარია, კოლხი: „პირვლ რიგში ვულოცავ ტატიშვილს ჩემპიონობას, ვფიქრობ რომ დამსახურებულად გაიმარჯვეს, თუმცა ჩვენს გვქონდა ამბიცია და შესაძლებლობა რომ მოგვეპოვებინა ეს ტიტული.
დებიუტანტი გუნდი ვართ და საკმაოდ მაღალი შედეგი დავდეთ, თუმცა შეიძლებოდა ჩემპიონები ჩვენ გავმხდარიყავით, რადგან საკმაოდ დალაგებული გუნდი გვყავდა, დღევანდელ შეხვედრაში გვქონდა საკადრო პრობლემები, რადგან რამდენიმ მოთამაშე ტრავმირებული გვყავდა.
მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს ასეთი ლამაზი ორგანიზებისთვის. ვფიქრობ შარშან ძალიან კარგი ჩემპიონატი იყო, თუმცა წელს უკეთესია და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს უფრო უკეთესი იქნება .“