მიხეილ გიორგაძე: "დარწმუნებული ვარ ფუტსალს დიდი პოტენციალი აქვს საქართველოში!"
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წწ სეზონის გამარჯვებული მფკ ტატიშვილი გახდა!
„მედიკოსებმა“, თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გამართულ, ფინალური სერიის მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში 4:0 დაამარცხეს კოლხი გულრიფში და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს პირველად დაეუფლნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: „მინდა მივულოცო ტატიშვილის გუნდს, ძალიან დაძაბული, სანახაობრივი და საინტერესო მატჩი გამოდგა, გარდა ამისა ძალიან მახარებს, რომ ფუტსალის პოპულარობა იზრდება და ამას მოწმობს სულ უფროდაუფრო მეტი მაყურებელი ტრიბუნებზე. ძლიერდება კლუბური ჩემპიონატი და დარწმუნებული ვარ ფუტსალს დიდი პოტენციალი აქვს. მინდა მივულოცო ორგანიზატორებს ტურნირის და ღონისძიების წარმატებულად ჩატარება და მინდა ვუსურვო მომავალში ამ მასშტაბების და მასობრიობის კიდევ უფრო გაზრდა. „