მოსენ ჰაბირი: "დარბაზში მოსული გულშემატკივარი მაღალი დონის მატჩს იხილავს!"

ყველა სიახლე
14 ივნისი 2018

მოსენ ჰაბირი:

15 ივნისს, 19:30 სთ-ზე, თბილისის  ოლიმპიური  სასახლის დიდ დარბაზში, ფუტსალის ლიგის ფინალური დაპირისპირების მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება - საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის მფკ ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში იბრძოლებენ! 

ფინალურმა სერიამ სტარტი 8 ივნისს აიღო. პირველ შეხვედრაში კოლხი-გულრიფშმა დაძაბულ შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მეტოქე.

10 ივნისს გამართულ განმეორებით შეხვედრაში, „მედიკოსებმა“ სერიაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს - უგოლოდ დასრულებული ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ, მატჩის ბედი 6 მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა - 3:1 ტატიშვილის სასარგებლოდ. შესაბამისად, ჩემპიონის გამოსავლენად მესამე შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ტატიშვილი მოქმედი ვიცე-ჩემპიონია, კოლხი  კი პირველ სეზონს ატარებს ლიგაში - ქვეყნის საუკეთესო გუნდის წოდება კი აქამდე არცერთ მათგანს არ მოუპოვებია.  ფინალური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა, გულშემატკივარს სილკ უნივერსალზე შეეძლება.

მოსენ ჰაბირი, კოლხი: „ ჩვენმა  გუნდმა ორი დღე დაისვენა, 8 დღეში ოთხი თამაში  ჩავატარეთ რაც ძალიან რთულია. განვაახლეთ ვარჯიშები, სამწუხაროდ  ორ  ფეხბურთელს  ტრავმა  აქვს, მათ ვინაობას არ გაგიმხელთ, თუმცა გეტყვით, რომ ისინი თამაშს დიდი ალბათობით შეძლებენ. ორი მატჩის მანძილზე  გოლი არ  გაგვიშვია, იგივე შედეგი მინდა  გადამწყვეტი შეხვედრის დროს, თუმცა გვავქვს სხვა მონახაზებიც. არ გვინდა დამატებითი დროის  დანიშვნა, რადგან  შეგვწევს  უნარი ყველაფერი  ძირითად  დროში დავასრულოთ. მაღალი  დონის  მატჩს  იხილავს თამაშზე  მოსული გულშემატკივარი. ტატიშვილიც  ისეთივე სწრაფი და დინამიური ფეხბურთის მოყვარულია  როგორიც  ჩვენ,  მე  ძალიან  დიდ პატივს ვცემ ამ  გუნდს.“ 

 

 

 



  © SBM, 2016-2024