საქართველოს ჩემპიონი 15 ივნისს გამოვლინდება!
ყველა სიახლეფუტსალის ლიგის 2017/18 წწ. სეზონის ჩემპიონი მესამე შეხვედრაში გამოვლინდება. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგის მიმიდნარე . სეზონის ფინალური სერიის განმეორებით შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლიგის ფინალისტები ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ.
დაძაბაული და დრამატული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შეხვედრის ბედი კი „საფეხბურთო ლატარიამ“ გადაწყვიტა.
6 მეტრიანი დარტყმების სერიაში “მედიკოსებმა“ 3:1 სძლია მეტოქეს და ფინალურ სერიაში კოლხთან ანგარიში გაათანაბრა 1:1.
„მედიკოსების“ რიგებიდან საკუთარი შანსი გიორგი თოთლაძემ, თემურ ექიზაშვილმა და გიორგი სილაგავამ გამოიყენა, ხოლო კოლხი-გულრიფშის ფეხბურთელებიდან ზუსტი დარტყმით თავი ომით ნაბათალიზადემ გამოიჩინა, რაჰმან სარანმა კი პენალტი გააცუდა. საბოლოო ანგარიში 3:1.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
ამირან ცხომარია, კოლხის კაპიტანი: „ მინდა მივულოცო ტატიშვილს გამარჯვება, ძალიან დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, იყო უამრავი მომენტი ორივე კარში თუმცა გოლი არ გავიდა. საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, დაინიშნა მესამე თამაში, ვფიქრობ, რომ ჯერ არაფერი არ არის დამთავრებული, ორივე გუნდს გვაქვს იმის საშუალება, რომ დავიმასახუროთ, ქვეყნის ჩემპიონის სტატუსი, ჩვენი გუნდი კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ პირველობა ჩვენ დაგვრჩეს."
ვახტანგ კეკელია, ტატიშვილი: „ძალიან მაგარი თამაში იყო, 6 მეტრიანებში, გაგვიმართალა და ჩვენმა გუნდმა მოიგო, პირველ შეხვედრაში გვქონდა რაღაც ხარვეზები რაც განვიხილეთ, ვიმუშავეთ და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მივეცით. მესამე თამაშში, ვფიქრობ რომ ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარეს იქნება.“
საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე გადამწყვეტი შეხვედრა 15 ივნისს გაიმართება.