ბრინჯაოს ლიგის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია!

ყველა სიახლე
09 ივნისი 2018

ბრინჯაოს ლიგის სამი ნახევარფინალისტი ცნობილია!

დღეს, თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ ბრინჯაოს  ლიგის  მეოთხედფინალური სერიის  განმეორებით შეხვედრებს უმასპინძლა. რის შემდეგაც, სამი ნახევარფინალისტის ვინაობა  გახდა ცნობილი.

კროკობეთმა ტერაბანკს  მეორე შეხვედრაში იოლად 7:2 სძლია და  ნახევარფინალში თამაშის  უფლება  მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ევროპაბეთი იქნება, რომელმაც თავის მხრივ პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ინსტა  დამაჯერებლად დაამარცხა ანგარიშით 8:3.

 მაკგილსა და დელუქს დეველოპმენტს შორის საუკეთესოს გამოსავლენად 7 მეტრიანების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც საფეხბურთო ფორტუნა „იურისტების“ მხარეს  აღმოჩნდა 1:1 პენ .2:0  და სერიაში გამარჯვებაც  მათ დარჩათ.

რაც შეეხება მაკგილის მეტოქეს, კრედო ბანკსა და ბილტმორს შორის ნახევარფინალისტის  ვინაობას მესამე  გადამწყვეტი შეხვედრა გაარკვევს. „ბანკირებმა“ მეორე მატჩში  5:3 დაამარცხეს  მეტოქე.  

 

 



  © SBM, 2016-2024