ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კოლხი დაწინაურდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლიგის ფინალისტები ტატიშვილი და კოლხი-გულრიფში დაუპირისპირდნენ. მოლოდინისამებრ, მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, კოლხის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
მატჩში ანგარიში შეხვედრის 16-ე წუთზე გაიხსნა, ბაბაკ ალავერიქჰანმა ომიდ ნაბათალიზადეს გადაცემა ზუსტად გამოიყენა და თავისიანები დააწიანურა. 35-ე წუთზე დავით დარჩიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 39-ე წუთზე, რაჰმან სარანმა დასვა. ორ მოგებამდე მიმდინარე სერიაში კოლხი დაწინაურდა.
SBM.GE გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ბექა ონიანი, ტატიშვილი: მინდა მივულოცო მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვება. გვქონდა უამრავი მომენტი რომელიც უნდა გამოგვეყენებინა, რაც ვერ შევძელით. ძალიან შემთხვევითი გოლი გავუშვით, რამაც ძალიან დიდი დაძაბულობა შემატა თამაშს. მოკლედ რომ ვთქვათ მარცხის მიზეზი მომენტების ვერ გამოყენება და უიღბლობა გახდა.“
გიორგი ნადირაძე, კოლხი: „მადლობა საკუთარ გუნდს და მოწინააღდეგეს ძალიან მაგარი თამაშისთვის და ატმოსფეროსთვის. ჩვენმა გუნდმა შეასრულა პროგრამა მინიმუმი, დებიუტანტი გუნდი გავედით ფინალში, შესაბამისად დასაკარგი არაფერი გვქონდა, ასე რომ ყოველგვარი ღელვის გარეშე მარტივად გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და მივაღწიეთ შედეგს, რაც ძალიან მახარებს. ვთვლი რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და დავწინაურდით სერიაში.“
დღესვე, მესამე ადგილისთვის, პირველი შეხვედრა გამართეს თელასმა და აგორამ. „ენერგეტიკოსებმა“ ლიდერების გარეშე მოთამაშე „ფინანსისტები“ 2:1 დაამარცხეს და საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში დაწინაურდნენ. დავით გეგეშიძის და არჩილ ბოკერიას გოლებს, აგორამ გიორგი ჩიმაკაძის ზუსტი დარტყმით უპასუხა.
ნუკრი ჭუმბურიძე, თელასი: „რთული თამაში გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ 2:1 მოვიგეთ, ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მოსაგებად გამოვედით მოედანზე და მიხარია რომ გავიმარჯვეთ. აგორამ ძირითადი ბირთვი მოთამაშეების არ ათამაშა, არ ვიცი რას დავაბრალო ეს ყველაფერი. ჩვენ საჭირო მოგება გავიფორმეთ. ნახევარფინალში მარცხის შემდეგ ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო აქ გამოსვლა და თამაში.“
ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 ივნისს გაიმართება.