ალექსანდრე ძაბირაძე: " ამ მოგებით არაფერი დასრულებულა, წინ ფინალია!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2018

ალექსანდრე ძაბირაძე:

ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე  გადამწყვეტ შეხვედრაში, ტატიშვილმა  საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი დაძაბულ და დრამატულ  მატჩში  4:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის  უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ტატიშვილის მოგებითა და  თელასის  მარცხით ფუტსალში, საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

 კახა მაისაია, სტუ-თელასი: „სამწუხაროდ დავმარცხდით, ბევრი  მომენტის  რეალიზება  და  გამოყენება  ვერ  შევძელით, ჩემი აზრით, მსაჯების შეცდომებმა დიდი როლი იქონია, შედეგზე.მოწინააღმდეგეს ვულოცავ, დღეს  ჩვენი გუნდისთვის გამარჯვების  დღე არ  იყო. ძალიან ვწუხვარ  ამ  მარცხის  გამო, სხვა  არაფრის თქმა არ შემიძლია.“

 ალექსანდრე ძაბირაძე, ტატიშვილის მწვრთნელი: „დაძაბული შეხვედრა იყო, მოველოდი  კიდეც  რთულ მატჩს, რადგან უძლიერესი მეტოქე  გვყავდა, თელასის სახით. მიუხედავად იმისა, რომ პირველი თამაში  წავაგეთ, უკანასკნელ ორ შეხვედრაში ბიჭებმა ყველაფერი ჩადეს, ამ მოგებით არაფერი დასრულებულა წინ  ფინალია.ჩვენ ფინალში გავედით  და ყველაფერს  გავაკეთებთ,რომ ღირსეულად  ვიასპარეზოთ.  

მე  ვთვლი,რომ  მსგავსი თამაშები ქართულ ფუტსალს ძალიან  წაადგება. რაც  შეეხება  მსაჯობას,  მე  მათ ვერ  განვსჯი,რადგან  ფუტსალი სპორტის დინამიური სახეობაა  და  შეცდომები ორივე  გუნდის  მხარეს  შეიძლება  მოხდეს.“

ფინალური  სერია 8 ივნის  დაიწყება, სადაც გამარჯვებული ორი მოგებით გამოვლინდება.   

 



  © SBM, 2016-2024