ფუტსალში, საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება!

ყველა სიახლე
06 ივნისი 2018

ფუტსალში, საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება!

ფუტსალში, საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება. ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე  გადამწყვეტ შეხვედრაში, ტატიშვილმა  საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი დაძაბულ და დრამატულ  მატჩში  4:1 დაამარცხა და ფინალში თამაშის  უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

აღსანიშნავია,რომ დაძაბული და ემოციური ფონი წითელი და ყვითელი ბარათების  სიმრავლეში აისახა.  

შეხვედრის  ძირითადი დრო გატანილი გოლების  გარეშე  ფრედ 0:0 დასრულდა.  მატჩში ანგარიში დამატებითი დროის მესამე  წუთზე, გიორგი  სილაგავამ  გახსნა. რამდენიმე  წუთში უპირატესობა თორნიკე ბუკიამ კარიდან კარში გატანილი გოლით გაზარდა და მალევე საკუთარ გუნდს დუბლით დაეხმარა. „მედიკოსებიდან“ ბოლო გოლი  გიორგი  ქურდაძემ გაიტანა, თელასის ფეხბურთელებიდან კი პრესტიჟის გოლი შოთა თოფურიას ანგარიშზეა.

ფინალური  სერია 8 ივნისს დაიწყება, სადაც  გამარჯვებული ორი მოგებით გამოვლინდება.   

 



  © SBM, 2016-2024