თსუ-ჰიუნდაი და პსპ სუპერლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ!
ყველა სიახლე03 ივნისი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა სუპერლიგის ¼ ფინალური სერიის ორი განმეორებითი შეხვედრა და ორი ნახევარფინალისტის ვინაობაც გახდა ცნობილი. თსუ- ჰიუნდაიმ UG განმეორებით მატჩში 5:2 დაამრცხა და სერია 2:0 მოიგო.
პსპ-მ, ასევე დამაჯერებლად სძლია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს 4:1 და ნახევარფინალურ ეტაპზე აჭარა-ნატახტარს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 7 ივნისს გაიმართება.
რაც შეეხება თსუ-ჰიუნდაის, „სტუდენტების მეტოქე ნახევარფინალში სფფ-სა და მაუდს შორის გამარჯვებული იქნება. ამ წყვილში ანგარიში სერიაში 1:1 და მომდევნო ეტაპზე გასული გუნდის ვინაობას, მესამე გადამწყვეტი შეხვედრა გამოავლენს.