ვერცხლის ლიგის ორი ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია!
ყველა სიახლე02 ივნისი 2018
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის ¼ ფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა, რის შემდეგაც მხოლოდ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა.
თბილისის მერიამ შვიდმეტრიანების სერიაში მეორე შეხვედრა მოუგო ლიბერთი ბანკს 1:1პენ 1:2 და მომდევნო ეტაპზე თამაში გაინაღდა, სადაც მისი მეტოქე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდი იქნება, რომელმაც მეორე შეხვედრაშიც იოლად სძლია ჯეო ჰოლდინგს ანგარიშით 6:2.
რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს ორივე გუნდის ვინაობას მესამე გადამწყვეტი შეხვედრები გაარკვევს.
ავერსი ელიტა ბურჯთან დამარცხდა მინიმალური სხვაობით 0:1, ხოლო საქართველოს ბანკმა შემოსავლების სამსახურის გუნდთან შვიდმეტრიანების სერიაში იმარჯვა 1:1 პენ 2:1.