ნახევარფინალურ სერიაში თელასი დაწინაურდა!

ყველა სიახლე
01 ივნისი 2018

ნახევარფინალურ სერიაში თელასი დაწინაურდა!

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ფუტსალის  ლიგის ½  ფინალურმა  სერიამ. 

სერიის პირველ შეხვედრაში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუ-თელასი ვიცე-ჩემპიონი ტატიშვილს დაუპირისპირდა და 5:0 სძლია. ანგარიში მატჩის მეცხრე წუთზე შოთა ჭანუყვაძემ გახსნა, ერთ წუთში კი უპირატესობა შოთა თოფურიამ გაზარდა 2:0.

ამის  შემდეგ  ტატიშვილი ცდილობდა მატჩში გარდატეხის შეტანას, თუმცა უშედეგოდ.გადამწყვეტი უპირატესობა “ენერგეტიკოსებმა" მატჩის  მიწურულს მოიპოვეს, როდესაც "მედიკოსები" 5 ფეხბურთელით უტევდნენ, ორი გატანილი გოლით თავი ნუკრი ჭუმბურიძემ გამოიჩინა,ერთი ბურთი კი გიორგი სოზაშვილის ანგარიშზეა.

 sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს

ავთანდილ ასათიანი, თელასი: "ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში არ ასახავს რეალურად თამაშის  სიმძიმეს.თითოეული სანტიმეტრისთვის  იბრძოდნენ  ჩემი ბიჭები. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. შემდეგ თამაშზე გაორმაგებული ენერგიით გამოვალთ,რადგან მოწინააღმდეგე რევანშის  სურვილით ორმაგი ძალებით შეგვიტევს და თუ  ვირწმუნეთ  უკვე  გამარჯვების და უკვე ფინალში ყოფნის, ეს  იქნება  დამღუპველი.“

ალექსანდრე  ძაბირაძე, ტატიშვილი:„ეს პლეი-ოფია, აქ ნიუანსები წყვეტს ყველაფერს, დღეს  კი ეს  ყველა ნიუანსი თელასმა გამოიყენა.თამაში  ორ  მოგებამდეა, ხვალ ახალი დღეა და ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ ღირსეულად გამოვიდეთ  შემდეგ თამაშზე. მეტოქეს აქვს ფსიქოლოგიური უპირატესობა, თუმცა  ეს არაფერს  ნიშნავს.  მათ მოიგეს მონდომების ხარჯზე, ვულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას.

½ ფინალური სერიის  მორიგი  შეხვედრები 3 ივნისს გამართება.

 



  © SBM, 2016-2024