ლიგის თასის 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
27 მაისი 2018

ლიგის თასის 1/8 ფინალური წყვილები ცნობილია!

თბილისის ოლიმპიურმა  სასახლემ  საკვალიფიკაციო  ლიგის  მეორე  ტურისა და  ლიგის  თასის 1/16 ფინალურ  შეხვედრებს  უმასპინძლა.

 სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში  სახელმწიფო დაცვის  სპეციალურმა  სამსახურმა  დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა შემოსავლების  სამსახური ანგარიშით 5:2 და 1/8 ფინალურ  ეტაპზე ბაქსვუდს დაუპირისპირდება.

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდეგ  კომენტარს.

ილია თოლორდავა, SSPS: “შეხვედრა  პირველივე  წუთებიდანვე  ისე  დაიწყო  როგორც  დაგეგმილი გვქონდა.  მეტოქე ფსიქოლოგიურად  გავტეხეთ და დამსახურებული  გამარჯვებაც  მოვიპოვეთ. 1/8 ფინალში  ჩვენი  გუნდის  მეტოქე  ბაქსვუდია, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ თამაშიან  დუელში არავინ არაფერს  დათმობს.  თანაბარი ძალის გუნდები ვართ და  არანაკლებ  სანახაობრივი იქნება მომდევნო მატჩიც.“

რაც შეეხება  სხვა  წყვილებს, გუნდები თასის 1/8 ფინალში შემდეგნაირად დაწყვილდნენ.

McGill - ვითიბი ბანკი

ავერსი - TTC

ნატახტარი - ელიტა ბურჯი

არმია - პატრული

ევროპაბეთი - საქართველოს ფოსტა

SSPS - ბაქსვუდი

ტვ იმედი - თსუ-ჰიუნდაი

პსპ - თელავი

ლიგის თასის 1/8 ფინალური შეხვედრები  17 ივნისს გაიმართება.

 

 



  © SBM, 2016-2024