თსუ-ჰიუნდაი ლიგის თასის 1/8 ფინალშია!

ყველა სიახლე
27 მაისი 2018

თსუ-ჰიუნდაი ლიგის თასის 1/8 ფინალშია!
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს, რომელშიც ერთმანეთს ლიგის თასისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები უპირისპირდებიან. 
ლიგის თასის დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში თსუ-ჰიუნდაიმ 2:0 დაამარცხა სფფ-ი და  1/8 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც საქართველოს უნივერსიტეტსა და იმედს შორის გამარჯვებულს შეხვდება. თსუ-ს მოთამაშეებიდან გოლები ნოდარ ქურციძემ და შალვა კაპანაძემ გაიტანეს.
 
 დღის სხვა შეხვედრებში კი თელავმა  საქართველოს  ბანკს შვიდმეტრიანების სერიაში მოუგო ანგარიშით 4:3 (2:2; პენ 2:1). პსპ-მ ეთა 5:2 დაამარცხა,ავერსმა ენერგო-პროს 3:1 სძლია.კროკობეთი საქართველოს ფოსტასთან 2:4  დამარცხდა, ევროპაბეთმა  კი თბილისის მერიას 4:1 აჯობა.
 
Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდეგ  კომენტარს.
 
შალვა კაპანაძე, თსუ-ჰიუნდაი: „ჩვენი გუნდისთვის ძალიან რთული მატჩი იყო,რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე გვაკლდა,მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავდა,შესაბამისად თავიდანვე მობილიზებულები გამოვედით.ამ თამაშში ყველაფერი ჩავდეთ რაც შეგვეძლო, ტრენერის ტაქტიკაც გავამართლეთ.შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.“
  
 


  © SBM, 2016-2024