ICR-ის სადებიუტო გამარჯვება!

ყველა სიახლე
27 მაისი 2018

ICR-ის სადებიუტო გამარჯვება!
თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე მიმდინარეობს,რომელშიც ერთმანეთს ლიგის თასისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები უპირისპირდებიან.
 
 საკვალიფიკაციო ლიგის II ტურის დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ICR-მა მინიმალური ანგარიშის სხვაობით 2:1 დაამარცხა ნაბეღლავი და გათამაშებაში სადებიუტო გამარჯვება მოიპოვა. 
 
საკვალიფიკაციო ლიგის პირველ  შეხვედრაში კი აჭარაბეთმა ზოომარტი ანგარიშის დიდი სხვაობით 14:2 დაამარცხა.
 
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდეგ კომენტარს.
 
ოთარ ჭალიძე, ICR: „ნამდვილად დაძაბული მატჩი გამოვიდა, გავითვალისწინეთ წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომები და მონდომების ხარჯზე მოვიგეთ.რა თქმა უნდა მწვრთნელის დიდი დამსახურებით. მეტოქესთან ამხანაგური თამაში გვქონდა ნათამაშები და  ბუნებრივია  ეს  დაგვეხმარა.მიხარია, რომ ჩემს გუნდს, გამარჯვების გოლი მოვუტანე არ მეგონა თუ გავიტანდი ასეთ გოლს,უბრალოდ მომენტი გამოვიყენე.
 


  © SBM, 2016-2024