½ ფინალური სერია სტარტს 1 ივნისს აიღებს!

ყველა სიახლე
25 მაისი 2018

½ ფინალური სერია სტარტს 1 ივნისს აიღებს!

 საქართველოს  ფუტსალის  ლიგის 2017/18 წწ.სეზონის რეგულარული  ჩემპიონატი XXI ტურის  შეხვედრებით დასრულდა.სათამაშო დღის ბოლო  მატჩში,  ბსუ და კოლხს დაუპირისპირდა, სადაც  კოლხმა მეტოქე 11:3 დაამარცხა. შეხვედრაში გამორჩეული მოთამაშე  ბაბაკ ალავერიქჰანი იყო, რომელმაც  4 გოლის  გატანა  შეძლო. 

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის ½ ფინალური  სერია  სტარტს 1 ივნისს აიღებს.სადაც ტატიშვილი - თელასს  დაუპირისპირდება, კოლხი-გულრიფში კი აგორას.        

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს

ბაბაკ ალავერიქჰანი, კოლხი: „დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი  დღევანდელი  შეხვედრით. მოხარული ვარ რომ  მოვიგეთ.ჩვენ მიმდინარე ჩემპიონატში კარგი სტარტი  გვქონდა და პლეი-ოფში  გასვლაც  მოვახერხეთ. დღევანდელ  შეხვედრაში  4  გოლის  გატანა შევძელი, ეს  გოლები ბომბარდირობისთვის ბრძოლაში დამეხმარება. მადლობა  ჩემს გუნდს ამისათვის. რაც  შეეხება  მეტოქეს,  ½ ფინალში საკმაოდ  რთული  მოწინააღდეგე  გვყავს აგორას  სახით, მაგრამ  იმედი მაქვს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.“     

 



  © SBM, 2016-2024