"მედიკოსებმა" რეგულარული სეზონი ტრიუმფით დაასრულეს- წინ თელასია!

ყველა სიახლე
25 მაისი 2018

თბილისის ოლიმპიურ  სასახლეში საქართველოს ფუტსალის  ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი XXI ტური აფხაზეთისა და  ტატიშვილის  დაპირისპირებით განახლდა. რეგულარული ჩემპიონის გამარჯვებულმა ტატიშვილმა იოლად  დაამარცხა გათამაშების აუტსაიდერი აფხაზეთი ანგარიშით  12:2 და რეგულარული სეზონი 52 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.  

გამარჯვებულთა  რიგებიდან  საუკეთესო  გიორგი სილაგავა  იყო, რომელმაც  შეხვედრაში  ხუთი გოლი გაიტანა  და ბომბარდირთა დავაში ერთი ბურთით  ჩამორჩება რეგულარული ჩემპიონატის  საუკეთესო  მეგოლეს,  "მართვეს" ფეხბურთელს ოთარ  ბერეჩიკიძეს, რომელიც ბომბარდირთა ცხრილს 32 გოლით  ლიდერობს.

 Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ კომენტარს

გიორგი  სილაგავა, ტატიშვილი: "მინდა ჩემს  გუნდს  მივულოცო რეგულარული  ჩემპიონატის  პირველ  ადგილზე  დასრულება, თუმცა  დასკვნითი  და  ძალიან  რთული ეტაპი ახლა  იწყება. დღევანდელ შეხვედრაში ვფიქრობ სწორად  შევასრულეთ  მწვრთნელის  დავალებები.  რაც  შეეხება  ჩემს   ბომბარდირობას, ეს მთლიანად  ჩემი  გუნდელების  დამსახურებაა, ჩემპიონატი  წინ არის და ვფიქრობ გადავალ პირველ ადგილზე.  ჩვენი მეტოქე  ნახევარფინალურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი თელასი,ჩვენი გუნდი წელს  ყველაფერს აკეთებს  იმისათვის, რომ  მოვემზადოთ  და  გავხდეთ  ჩემპიონები.მეტოქე  ძალიან  ძლიერი  გუნდია, თუმცა ჩვენ,  ჩვენის  მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ.

1/2 ფინალური სერია სტარტს 1 ივნისს აიღებს. 

 



  © SBM, 2016-2024