თასის მორიგი 1/16 ფინალური შეხვედრები 27 მაისს გაიმართება!

ყველა სიახლე
20 მაისი 2018

თასის მორიგი 1/16 ფინალური შეხვედრები 27 მაისს გაიმართება!

თბილისის  ოლიმპიურმა სასახლემ, ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  მორიგ  სათამაშო  დღეს უმასპინძლა, სადაც  ერთმანეთს ლიგის თასისა და  საკვალიფიკაციო  ლიგის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული და  საინტერესო გამოდგა  შეხვედრა ლიბერთი  ბანკსა და  არმიას  შორის, რომელიც  არმიის გამარჯვებით  2:0 დასრულდა და "ბანკირები"თასის გათამაშებას გამოეთიშნენ.

დღევანდელი სათამაშო  დღის შემდეგ  ცნობილია თასის, რამდენიმე 1/8 ფინალური წყვილი - მორიგ  ეტაპზე,  McGill-ი ვითიბი ბანკს  დაუპირისპირდება, ელიტა ბურჯი ნატახტარს, ხოლო  არმია პატრულს გაეჯიბრება. 

ლიგის  თასის 1/16 ფინალური ეტაპის მორიგი შეხვედრები 27 მაისს გაიმართება.

sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

გიგა ბერაია, არმია: „გვჯეროდა  რომ  დავამარცხებდით ლიბერთი ბანკს, თავდაჯერებულები  გამოვედით  მოედანზე, გავაკეთეთ შესაძლებლობების  მაქსიმუმი. ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და  შედეგსაც  მივაღწიეთ, რაც შეეხება მეტოქეს  შემდეგ  ეტაპზე, პატრულია, ბრძოლის  და  მონდომების  ხარჯზე  მჯერა, რომ სასურველ  შედეგს  მივაღწევთ. მეორე  წელია  რაც  ამ  ტურნირს  ვთამაშობთ, არ  ვართ  გამოცდილი  გუნდი  და  მხოლოდ   ენთუზიზმით  და შრომით ვახერხებთ გამარჯვებას.“

გიორგი თავთავაძე, ლიბერთი ბანკის  მწვრთნელი: „დღეს  დავმარცხდით, დავისაჯეთ  გამოუყენებელი  მომენტების  გამო, რაც  მეტოქემ არ გვაპატია. ორი  დასანანი  გოლი გავუშვით. ამ  ეტაპზე  მოვემზადებით  მერიასთან სათამაშოდ,ვერცხლის ლიგის  განმეორებით  ¼ ფინალური შეხვედრისთვის. ყოველთვის მოსაგებად გავდივართ მოედანზე არ ველოდით მარცხს, მატჩმა  დაადასტურა რომ  უშანსოდ  არ  ვიყავით,  ზოგ მომენატებში  ვჯობდით  კიდეც  მეტოქეს, თუმცა  წავაგეთ.“

 



  © SBM, 2016-2024