აჭარაბეთის სადებიუტო სამი ქულა საკვალიფიკაციო ლიგაზე!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს მასპინძლობს. საკვალიფიკაციო ტურის შეხვედრაში აჭარაბეთ-მა M2 დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში 4:2 დაამარცხა.
მარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო მეგოლე გიორგი თამაზაშვილი იყო, რომელიც საკუთარ გუნდს ორი გატანილი გოლით დაეხმარა. M2-ის მოთამაშეებიდან კი დუბლი გიორგი ნემსაძის ანგარიშზეა.
ლიგის პირველ მატჩში კი ენერგო-პრო ჯორჯიამ ნაბეღლავი 7:4 დაამარცხა.
Sbme.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ირაკლი ნემსაძე, M2: „პირველი ნახევარი კარგად ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ ბოლომდე, შემდეგ ცოტა დავიღალეთ, მოკლე სათადარიგოთა სკამიც არ გვაძლევდა ფეხბურთელების დასვენების საშუალებას, სამწუხაროდ 4:2 დავმარცხდით. შემართება გვაქვს საკვალიფიკაციო ლიგის დასაწყისისთვის, მეტოქე ძალიან კარგი გუნდია, იბრძვიან და კარგად არიან შეთამაშებულები.“
დავით ჭეჟია, აჭარაბეთი: „ამ ტურნირზე ჩვენი პირველი მატჩი იყო და ღელვა იგრძნობოდა, საბოლოოდ მოვახერხეთ ძალების მობილიზება და მოვიპოვეთ სადებიუტო ქულები. მეტოქესთან შედარებით მეტი კონცენტრაცია გადავიტანეთ თამაშზე და ფსიქოლოგიურად დავჯაბნეთ მეტოქე. როგორც უკვე აღვნიშნე ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ლიგაზე ასპარეზობა,ზოგადად სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი.