მაუდი ლიგის თასის გათამაშებას გამოეთიშა!

ყველა სიახლე
20 მაისი 2018

მაუდი ლიგის თასის გათამაშებას გამოეთიშა!

თბილისის  ოლიმპიური სასახლე ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგის  მორიგ  სათამაშო  დღეს  მასპინძლობს. დღის ცენტრალურ  შეხვედრაში ნატახტარმა  4:0  დაამარცხა მაუდი და ლიგის  თასის  1/16  ფინალიდან გამოთიშა.  

გამარჯვებული გუნდიდან  დუბლი  გიორგი  ყაზარაშვილმა  გაიფორმა. .

ლიგის  თასის  სხვა შეხვედრებში ელიტა  ბურჯმა  კრედო 7:2, ხოლო პატრულმა  ჯეო ჰოლდინგს  5:1 დაამარცხა. ვითიბი ბანკმა GWP-ის 3:1 სძლია  პენალტების  სერიაში, McGill-მა კი აჭარის ნაკრებს დამატებით დროში 3:2 მოუგო.   

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

გიორგი ყაზარაშვილი, ნატახტარი: „დაძაბული  შეხვედრა  იყო, მაუდთან  წელს  უკვე  ვითამაშეთ და  დავმარცხდით. თუმცა დღეს საკადრო  პრობლემების  მიუხედავად დამაჯერებელი  ანგარიშით  მაინც  მოვახერხეთ  გამარჯვება და  თამამად შეიძლება  ითქვას, რომ  რევანში  შედგა. დარწმუნებულის  ვარ რთული შეხვედრები გველოდება შემდეგ  ეტაპზე.“

თორნიკე ბახტაძე, მაუდი: „საკადრო  პრობლემები გვაქვს, გვაკლდა ბევრი მოთამაშე, ეს დანაკლისი შესამჩნევი  იყო ისევე  როგორც   მეტოქის  უპირატესობა. ბევრად  მონდომებულები გამოვიდნენ  და  მოგვიგეს.  არ  გვქონდა  მოტივაცია  მოედანზე, თამაშიც  არ  წაგვივიდა  ისე  როგორც  ვფიქრობდით. მივულოცავ  მოწინააღდეგეს  დამსახურებულ  გამარჯვებას.“ 

 

 



  © SBM, 2016-2024