ვითიბი ბანკი ლიგის თასის 1/8 ფინალშია!

ყველა სიახლე
20 მაისი 2018

ვითიბი ბანკი ლიგის თასის 1/8 ფინალშია!

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ლიგის  თასის 2017/18 წწ სეზონის  გათამაშებამ, რომელშიც სულ 32 გუნდის იღებს მონაწილეობას.  დღეს, თასის  1/16 ფინალურ შეხვედრაში ვითიბი ბანკმა პენალტების  სერიაში  დაამარცხა GWP 3:1 (1:1;p 2:0)  და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. 

 GWP-ი მეხუთე  წუთზე გიორგი  გელენიძემ  დააწინაურა. მატჩის  33-ე  წუთზე კი წონასწორობა დიმიტრი მაყიშვილმა აღადგინა 1:1. გამარჯვეებულის  გამოსავლენად დამატებითი  დრო  გახდა  საჭირო, რომელიც  გატანილი გოლების  გარეშე  დასრულდა, საფეხბურთო ლატარიაში კი ფორტუნა   ბანკირების  მხარეს  აღმოჩნდა  და  საბოლოო ანგარიშით  3:1  ვითიბი ბანკმა იმარჯვა. 

Sbm.ge გთავაზობთ  მატჩის  შემდგომ კომენტარებს

დიმიტრი  მაყიშვილი, ვითიბი ბანკი: „ მთელი  თამაშის  განმავლობაში  ვაგებდით  მინიმალური  ანგარიშის სხვაობით,  GWP ზონაში  იჯდა  და   გაგვიჭირდა დაცვის  გარღვევა, მაგრამ  ბოლოს  დაღლილობამ  და  გამოცდილებამ  იჩინა  თავი და მოვახერხეთ  გოლის  გატანა. დამატებით  დროში  ორივე  გუნდი   ფრთხილად  ვცდილობდით  თამაშს , რომ  გოლი არ  გაგვეშვა,  შესაბამისად  მივედით  პენლებამდე,  სადაც  ჩვენს  გუნდს  უფრო  გაუმართლა.  შემდეგ  ეტაპზე  მარტივი ბრძოლა  არცერთ  მეტოქესთან  არ  გვექნება.“

ლაშა  თურმანიძე, GWP: „ვიცოდით, რომ  რთული თამაში იქნებოდა, რადგან  ვითიბი მობილიზებული და გამოცდილი გუნდია, თანაც  ჩვენ  საკადრო  პრობლემები  გვქონდა, შეცვლის  გარეში  ვითამაშეთ  და  დღევანდელი მაქსიმუმი იყო რაც შევძელით, დავმარცხდით შვიდმეტრიანი დარტყმების  სერიაში. ვულოცავ  მეტოქეს  გაამარჯვებას  და  ვუსურვებ  წარმატებებს.

 შეგახსენებთ, რომ ლიგის  თასის  შემდეგ  ეტაპზე  გამსვლელი  გუნდის   ვინაობა ერთ მოგებით ირკვევა.  

 

 



  © SBM, 2016-2024