თბილისი-აფხაზეთი 5:3.იხილეთ მატჩის შემდგომი კომენტარი
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XX ტურის მატჩები მიმდინარეობს. დაძაბული გამოდგა შეხვედრა თბილისსა და აფხაზეთს შორის, რომელიც თბილისის გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
საუკეთესო მოთამაშე გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი გიორგი გიორგაძე გახდა, რომელმაც თავი ერთი გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს
გიორგი გიორგაძე თბილისი: „რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გვიხარია, რომ სამი ქულა ავიღეთ. დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, თუმცა თამაშს ვაკონტროლებდით. ჩვენმა გუნდმა ვთვლი,რომ ენთუზიაზმის და გამოცდილების ხარჯზე მოიგო. დღევანდელი მოგება მნიშვნელოვანი იყო, თელასთან მატჩის წინ. ამ მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა.
ტურის სხვა შეხვედრებში ტატიშვილმა ბსუ 7:2 დაამარცხა, კოლხმა მართვეს 15:6 მოუგო.