კოლხმა მეტოქეს იოლად მოუგო!
ყველა სიახლესაქართვლოს ფუტსალის ლიგის XX ტურის შეხვედრაში კოლხი-გულრიფში ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშის დიდი სხვაობით 15:6 დაამარცხა. შეხვედრის პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმიდნარეობდა, თუმცა მეორე ტაიმში კოლხმა მეტოქე საბოლოოდ გატეხა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ხუთი გატანილი გოლით ამირან ცხომარია გამოირჩა. მართვეს მოთამაშეებიდან სამი გოლი კაპიტნის- თამაზ გოგსაძის ანგარიშზეა.
SBM.GE გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
ილია რეხვიაშვილი, კოლხი: „ დიდი ანგარიშით დავამარცხეთ მეტოქე. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ვემზადებით პლეი-ოფისთვის და უმაღლესი მიზნებისთვის. სურვილი გვაქვს, რომ ფინალი ვითამაშოთ. მწვრთნელის შეცვლის შემდეგ დავლაგდით, გამოვასწორეთ და ვიპოვეთ ჩვენი თამაში. გვჯერა მათი და იმედი მაქვს დასახულ მიზანს მივაღწევთ."