ტატიშვილი რეგულარულ სეზონში საუკეთესოა!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის XX ტურმა სტარტი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ტატიშვილისა და ბსუ-ს დაპირისპირებით აიღო. „მედიკოსებმა“ იოლად დაამარცხეს მეტოქე ანგარიშით 7:2 და რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში პირველობა ოფიციალურად გაინაღდეს..
გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით გიორგი თოთლაძე გაოირჩა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
ალექსანდრე ძაბირაძე,ტატიშვილის მწვრთნელი: „რეგულარული ჩემპიონატი რთული გამოვიდა, ოთხი-ხუთი გუნდი ერთი დონის იყო. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დავამთავრეთ. მთავარი ჯერ კიდევ წინ არის. მოვემზადებით პლეი-ოფისთვის, ვეცდებით დასახულ მიზანს მივაღწიოთ.
დღის სხვა შეხვედრებში კოლხი მართვეს ხვდება, თბილისი აფხაზეთს დაუპირისპირდება, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში კი აგორა- თელასს გაეჯიბრება. მატჩის ხილვა გულშემატკივარს სილკ უნივერსალის პირდაპირ ეთერში შეეძლება.