ევროპაბეთმა შვიდ მეტრიანების სერიაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
13 მაისი 2018

ევროპაბეთმა შვიდ მეტრიანების სერიაში იმარჯვა!

თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში  ბრინჯაოს  ლიგის  1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. ბოლო შეხვედრაში, ევროპაბეთი  ინსტას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დროის ფრედ 1:1 დასრულების შემდეგ, გამარჯვებულის ვინაობა საფეხბურთო  ლატარიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო იღბლიანები "ბეთმენები" აღმოჩნდნენ და  სერიაში   დაწინაურდნენ. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ  კომენტარებს

 გოგა მამარდაშვილი, ევროპაბეთი: “დღევანდელ შეხვედრაში  მეტოქე  სათანადოდ ვერ შევაფასეთ, რის გამოც ლამის დავისაჯეთ. პენალტების  სერიაში  ძალიან  გაგვიმართლა. მადლობა  მინდა გადავუხადო  მოწინააღმდეგეს  შესანიშნავი თამაშისთვის. შევეცდებით, რომ  საქმე არ გავართულოთ  და ორ  მატჩიან დუელში  გავიმარჯვოთ.“

 დავით გოგსაძე, ინსტა: „მატჩის  მეორე  ნახევარში  დაღლა  დაგვეტყო, თანაც შეხვედრის  გაგრძელება  ვეღარ  შეძლო,  გუნდის  წამყვანმა  მოთამაშემ და  დასანანი  გოლი გავუშვით,  უპირატესობას  ვფლობდით  მთელი  თამაში, თუმცა  საფეხბურთო  ლატარიაში  წავაგეთ  რაც  ცალსახად  გამართლებაა. ვფიქრობ, რომ  მესამე  თამაში  აუცილებლად იქნება.“

რაც შეეხება სხვა 1/4 ფინალურ წყვილებს, მკ გილმა დელუქსი დაამარცხა 6:1, კრედომ ბილტმორთან დათმო 4:8, კროკობეთმა კი ტერაბანკს სძლია 3:2. 1/4 ფინალური სერია ორ მოგებამდე გაგრძელდება.

 



  © SBM, 2016-2024