კროკობეთმა პლეი-ოფი მოგებით დაიწყო!

ყველა სიახლე
13 მაისი 2018

კროკობეთმა პლეი-ოფი მოგებით დაიწყო!

 დღეს, თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში  ბრინჯაოს ლიგის   ¼ ფინალური  ეტაპის პირველი შეხვედრები  მიმდინარეობს. დაძაბულ და  სანახაობრივ შეხვედრაში კროკობეთმა ტერაბანკს  3:2 სძლია  და  სერიაში  დაწინაურდა. გამარჯვებული  გუნდის  რიგებიდან  სამივე  გოლი ლევან კოპალიანის  ანგარიშზეა.

 ბრინჯაოს  ლიგის სხვა  ¼ ფინალურ  შეხვედრებში McGill-მა  დელუქსს 6:1 მოუგო. ბილტმორმა  კრედო 8:4 დაამარცხა.   

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

ირაკლი სეფერთელაძე, ტერაბანკი: „ ძალიან  დაძაბული თამაში  იყო, გვქონდა  დანაკლისი და  შესაბამისად  დავთმეთ  შეხვედრა, თუმცა ვფიქრობ, რომ  თანაბარი ბრძოლა  იყო, რეალური   შანსი  გვაქვს  შემდეგი  თამაშის  მოგების  და მესამე  მატჩის   დანიშვნის.  დიდი  მიზნები  გვაქვს  ნახევარფინალისთვის.  დღეს  ფორტუნა   ჩვენს  მხარეს  არ  იყო.

ლევან  კოპალიანი, კროკობეთი: „ მთელი  თამაშის  განმავლობაში ვდომინირებდით, ბურთი ჩვენ  გვეჭირა,  ჩვენ  ვქმნიდით  ამინდს  მოედანზე.  გამოვიყენეთ  მომენტები   და   გავიმარჯვეთ, რა  თქმა  უნდა  გვქონდა  შეცდომები  რომლის  გამოც  დავისაჯეთ, მაგრამ  საბოლოო ჯამში  წარმატებას  მივაღწიეთ.   ჩვენი  გუნდი   ყველაფერს  გააკეთებს  იმისათვის,რომ   ორ  შეხვედრაში  მოიპოვოს ½   ფინალის  საგზური.“

¼ ფინალური  სერია  ორ  მოგებამდე გრძელდება.

 

 



  © SBM, 2016-2024