1/4 ფინალურ სერიაში საქართველოს ფოსტა დაწინაურდა!
ყველა სიახლედღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ოქროს ლიგის ¼ ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები მიმიდნარეობს. სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს საქართველოს ფოსტა და ბაქსვუდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფოსტას გამარჯვებით 3:0 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გოლები ამირან ლომსაძემ, გიორგი ხმალაძემ და ლაშა დონდოლაძემ გაიტანეს.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ალექსანდრე ვაშაკიძე, ბაქსვუდი: „საქართველოს ფოსტა ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, ამ ტურნირზე უკვე მეორედ შევხვდით. ორ თამაშში ვერცერთი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროდ დღეს ჩვენზე უფრო მოტივირებულები იყვნენ, გავაანალიზებთ მატჩს და შემდეგი შეხვედრისთვის აუცილებლად მოსაგებად გამოვალთ. მოტივაციის ხარჯზე დავთმეთ დღევანდელი თამაში, თუმცა ვთვლი რომ მესამე თამაში შედგება.“
გიორგი ემხვარი, საქართველოს ფოსტა: „ ჩვენი მეტოქე ძალიან მობილიზებული გუნდია, მაგრამ დღეს ჩვენ უფრო მეტი მონდომება გვქონდა, უფრო მეტი შემართებით ვიყავით და გავიმარჯვეთ, არ გამოვრიცხავ რომ მესამე მატჩი იყოს, თუმცა ჩვენი გუნდის სურვილია მეორე თამაშში დავამთავროთ ყველაფერი და არაფერს დავიშურებთ ამისათვის.“
¼ ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება.