საკვალიფიკაციო ლიგამ სტარტი აიღო!

ყველა სიახლე
13 მაისი 2018

საკვალიფიკაციო ლიგამ  სტარტი აიღო!

 დღეს, თბილისის   ოლიმპიურ  სასახლეში სტარტი  აიღო  საკვალიფიკაციო  ლიგის   გათამაშებამ, რომელშიც  10  გუნდი მონაწილეობს,  საიდანაც ექვსი  ოქროს,  ვერცხლის  და  ბრინჯაოს ლიგის  პლეიოფს  მიღმა  დარჩენილი გუნდებია, ოთხი  კი დებიუტანტი. 

პირველ  შეხვედრაში  GWP- მ  ICR- ი   2:0 დაამარცხა,  ვითიბი ბანკმა  ეთას  8:4 მოუგო. დებიუტანტების  შეხვედრაში კი GSE-მა ზოომარტს დამაჯერებლად 5:0 სძლია. 

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის  შემდგომ  კომენტარებს

 თორნიკე  ელიზბარაშვილი, ზოომარტი: „ ბიზნესის ჩემპიონთა  ლიგაში  ჩემმა  გუნდმა   პირველი თამაში   ჩაატარა,ეს  რთული აღმოჩნდა,  იმედი  მაქვს  შემდეგ თამაშებში  მოვუმატებთ.  ზოგადად   ძალიან  კარგია  მსგავსი  სპორტული  აქტივობები, რადგან  გუნდს  როგორც  კოლექტივს გაცილებით  გუნდურს  ხდის. .“

გიორგი ქინქლაძე, GSE-ს მწვრთნელი: „ პირველი თამაში  იყო, ასეთ  მასშტაბურ  ტურნირში, პირველად  მივიღეთ  მონაწილეობა მეტი  მოლოდინი  გვქონდა დღევანდელი მატჩისგან სიმართლე  გითხრათ, რამდენიმე  ძირითადის  ფეხბურთელი  შემდეგი  ტურიდან  შემოგვიერთდება,მადლობა  მინდა  გადავუხადო  ჩემს  გუნდს,  მოწინააღდეგეს  და   ორგანიზატორებს.

საკვალიფიკაციო ლიგის  გარდა ბრინჯაოსა და ოქროს ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები მიმდინარეობს.



  © SBM, 2016-2024