აგორამ მინიმალური ანგარიშის სხვაობით იმარჯვა!
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის XIX ტურმა, რომელმაც სტარტი ქუთაისში აიღო, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა აგორასა და თბილისს შორის, მატჩი „ფინანსისტების“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან გოლები გიორგი ჩიმაკაძისა და ლაშა სიგუნავას ანგარიშზეა, ხოლო თბილისიდან ერთადერთი გატანილი გოლით ნუკრი წოწკოლაურმა იმარჯვა.
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს
ნუკრი წოწკოლაური, თბილისი: „ ძალიან რთული თამაში იყო,ძლიერი მეტოქე გვყავდა, აგორა ძალიან კარგი გუნდია. ყველაფერი ჩავდეთ ბიჭებმა მაგრამ ვერ მოვახერხეთ შეხვედრის მოგება, გვქონდა ბევრი მომენტი რომლის რეალიზებაც ვერ შევძელით.“
ჯანო გიორგაია, აგორა: „ თბილისი აუტსაიდერი გუნდია, მართალია ოთხეულში ვერ მოხვდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან კარგად ითამაშეს. მიგვყავდა თამაში, თუმცა მეტოქის გოლმა თამაში ძალიან დაძაბა. შემდეგ ტურში უკვე გაირკვევა ვის შევხვდებით პლეი-ოფში, თუმცა ვფიქრობ, რომ 1/4 ფინალში ყველა გუნდს თანაბარი შანსები აქვს.
დღის პირველ შეხვედრაში აფხაზეთი და ბსუ-ს დაუზავდა 2:2. ტატიშვილმა კი მასპინძელ მართვეს 9:0 აჯობა.