მართვე - აფხაზეთი: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება!

ყველა სიახლე
11 მაისი 2018

მართვე - აფხაზეთი: სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება!

საქართველოს  ფუტსალის  ლიგის XVIII ტურის მატჩში  მართვესა და  აფხაზეთს  შორის  მომხდარი ინციდენტის  შესახებ, რომლის  დროსაც  აფხაზეთის  მენეჯერის  გიორგი ჭანტურიძის  მხრიდან  ადგილი  ჰქონდა მსაჯის  სიტყვიერ  შეურაცხყოფას, რამაც აღნიშნული შეხვედრის  შეწყვეტა  გამოიწვია, საქართველოს  ფეხბურთის  ფედერაციიის  სადისციპლინო  კომიტეტმა 7 მაისს იმსჯელა  და  მიიღო შესაბამისი  გადაწყვეტილება.

  1. ფუტსალის  კლუბის  აფხაზეთის  მენეჯერი  გიორგი ჭანტურიძე  დაისაჯა  5 მატჩიანი დისკვალიფიკაციით  რა პერიოდშიც  მას  აფხაზეთის  თამაშებზე  ტრიბუნებზე  ყოფნაც  ეკრძალება.
  2. აღნიშნულ  შეხვედრაში   აფხაზეთს  ჩაეთვალა ტექნიკური  წაგება 0:5.    

 



  © SBM, 2016-2024