ტატიშვილმა მეტოქე მეორე ტაიმში გატეხა!
ყველა სიახლე08 მაისი 2018
ქუთაისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის XIX ტურმა სტარტი ტატიშვილი მართვეს დაპირისპირებით აიღო. "მედიკოსებმა" მასპინძლები 9:0 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში პირველობა კიდევ უფრო გაიმყარეს. აღსანიშნავია რომ ტატიშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა შეხვედრის მეორე ნახევარში მოიპოვა.
გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლით თავი გიორგი სილაგავამ გამოიჩინა.
XIX ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 11 მაისს განახლდება, სადაც ბსუ აფხაზეთს დაუპირისპირდება, აგორა თბილისს შეხვდება, ტურის ცენტრალურ მატჩში კი თელასი და კოლხს გაეჯიბრება, მატჩის ხილვა გულშემატკივარს Silk უნივერსალის ეთერში შეეძლება.