პლეი-ოფის სტარტი მერიისთვის წარმატებული გამოდგა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები და ბრინჯაოს ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩები მიმდინარეობს.
ვერცხლის ლიგის ¼ ფინალური სერიის პირველ მატჩში თბილისის მერიამ საინტერესო შეხვედრაში დაამარცხა ლიბერთი ბანკი ანგარიშით 3:2 და სერიას 1:0 იგებს.
მერია პირველივე წუთზე ავტოგოლით დაწინაურდა, რის შემდეგაც ლიბერთი ბანკს უპირატესობა შეხვედრაში აღარ ჰქონია და მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს.
ალექსანდრე მეტრეველი, თბილისის მერია: „ ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, პლეი-ოფი მოგებით დაგვეწყო. ძალიან საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ. ვითამაშეთ მთელი გულით გვქონდა ძალიან დიდი მონდომება ამ შეხვედრის მოგების და სწორედ ამ ხასიათით დავამარცხეთ მეტოქე.ღირსეული მოწინააღდეგე გვყავდა და “