1/4 ფინალურ სერიაში RS დაწინაურდა!
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები და ბრინჯაოს ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩები მიმდინარეობს.
შემოსავლების სამსახურმა იოლად დაამარცხა საქართველოს ბანკი 6:2 და სერიაში 1:0 დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო იასონ ხუნდაძე იყო, რომელიც საკუთარ გუნდს სამი გატანილი გოლით დაეხმარა, ხოლო საქართველოს ბანკის მოთამაშეებიდან თავი გიორგი ცაგარეიშვილმა გამოიჩინა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
სანდრო ფრუიძე, RS: პირველი თამაში გარდა პლეი-ოფისა ამ გუნდთან წაგებული გვქონდა, ძალიან მოტივირებულები ვიყავით რაც მტჩზეც აისახა, შევეცდებით რომ მეორე თამაშში ყველაფერი დავამთავროთ, მოივემზადებით მთელი დატვირთვით განმეორებითი მატჩისთვის. იმედი მაქვს გავიმარჯვებთ.
1/4 ფინალური სერია ორ მოგებამდე გრძელდება, საპასუხო შეხვედრები 2 ივნისს გაიმართება.