ავერსმა პლეი-ოფიც მოგებით დაიწყო
ყველა სიახლეთბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბრინჯაოს ლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასკვნითი ტურის შეხვედრები და ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის პირველი მატჩები მიმდინარეობს. დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა შეხვედრა ავერსსა და ელიტა ბურჯს შორის. მატჩი „ფარმაცევტების" გამარჯვებით 3:1 დასრულდა და ავერსი სერიაში 1:0 დაწინაურდა.
გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ნიკოლოზ გვაზავა იყო, რომელიც საკუთარ გუნდს დუბლით დაეხმარა, ხოლო ელიტა ბურჯის მოთამაშეებიდან ერთადერთი გოლი ავთანდილ სებისკვერაძის ანგარიშზეა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს.
ავთანდილ სებისკვერაძე, ელიტა ბურჯი: „ძალიან კარგი თამაში იყო, ძლიერი მეტოქე გვყავდა,რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში წაუგებელი სერია ქონდა და გაამართლეს კიდეც ლიდერის სტატუსი. ჩვენმა გუნდმა კი ვერ შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები, რის გამოც დავმარცხდით. სერია ორ მოგებამდეა, ყველაფერს გავაკეთებთ რომ სერიაში ანგარიში გავათანაბროთ.“
დავით გითოლენდია, ავერსი: „ბრძოლისუნარიანი მეტოქე გვყავდა, ყველაფერი ჩადეს დღევანდელ თამაშში. სერიაში დაწინაურებით დიდი ნაბიჯი გადავდგით ნახევარფინალისკენ. დარწმუნებული ვარ მესამე თამაში არ გახდება საჭირო და მეორე შეხვედრაში ყველაფერს დავასრულებთ.“
დღის სხვა შეხვედრებში ბილტმორმა დელუქსს 16:3 მოუგო. McGill-მა ხალიკ ბანკს 4:2 სძლია, ვივუსი ნაბეღლავს დაუზავდა 3:3. კრედომ კი M2 10:4 დაამარცხა.